დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სინოდის სხდომა ჩატარდეს

© photo: Sputnik / Stringerდავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირები სინოდის სხდომის გამართვას არ გამორიცხავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ვინ არის სასულიერო პირი, რომელსაც მამა გაბრიელმა დავით გარეჯის დაცვა დაავალა>>

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ქართული ტერიტორიების სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საქმეზე ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე დაკავებულია ორი ჩინოვნიკი, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937–1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

ზურაბ ნოღაიდელი - Sputnik საქართველო
ექს–პრემიერი ნოღაიდელი: რუკების საქმეში პასუხისმგებელი სააკაშვილია

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალეულობის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.

„შესაძლოა სინოდმა იმსჯელოს... ეს არის გამოძიების პრეროგატივა, მე ვერაფერს გეტყვით, დაგვანახებს დრო და მომავალი", – განაცხადა ეპისკოპოსმა.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პრეზიდენტი: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ყველა გაუგებრობას გამორიცხავს>>

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0