ცნობილ მოდელს ქეთი ჟღენტს მილიონერმა ქმარმა საჩუქრად ფორთოხლისფერი მანქანა აჩუქა. საჩუქრის ფოტო მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. როგორც ირკვევა, მანქანა Porsche Cayenne Coupe 2020 წლის მოდელია. მესამე თაობის Porsche Cayenne-ის ფასი 74 828 ევროდან იწყება. Turbo ვარიანტი 138 850 ევროდ არის შეფასებული.
მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს გასული წლის სექტემბერში მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის მანამდე, 2018 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ კანის სანაპიროზე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ კიდეც.
„თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით Katie, marry me, გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება“, – იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.