თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ მერიის 10-მდე თანამშრომელს PCR–ტესტი უკვე ჩაუტარდა, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ახალი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია, სადაც მისი ოჯახის წევრია დასაქმებული.

აღნიშნული პირი მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების თანამშრომელია. მასთან კონტაქტში მყოფ 10-მდე თანამშრომელს PCR–ტესტი ჩაუტარდა, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირს, 10-მდე ადამიანს PCR–ტესტი ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 680-ით გაიზარდა, აქედან 297 შემთხვევა თბილისს უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13521-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0