დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

© Pixabay / Pavlofoxციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებულის ძმის განცხადებით, ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია საკმარისი რესურსი გიორგი მამალაძის სამკურნალოდ.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
„ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“: დეკანოზ მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადეს

დეკანოზის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მსჯავრდებულს გამოკვლევებისთვის „ავერსის" კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა ოჯახი მამალაძის „ნიუ ჰოსპიტალსში" ტრანსპორტირებას ითხოვს.

„ოჯახი ვითხოვთ, რომ გადაიყვანონ „ნიუ ჰოსპიტალსში" და კვლევები იქ ჩაუტარდეს, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, დარჩება თუ არა ჩემი ძმა სამოქალაქო საავდმყოფოში. ციხის ადმინისტრაციის ექიმები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ჩემი ძმა ვერ განიკურნება ციხის საავადმყოფოში, რადგანაც არ არის ელემენტარული რესურსი, რომ ამ დაწესებულებაში მოხდეს ამ დაავადების განკურნება", – განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

მსჯავრდებულის უფლებადამცველები და ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და ამიტომ მან სასჯელი საპატიმროში უნდა მოიხადოს.

საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშია შესაძლებელი. პატიმარს სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეული ვადით ათავისუფლებენ მკურნალობის მიზნით, რის შემდეგაც ის ციხეში ბრუნდება.

მამალაძის საქმე

მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. 

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძის შეწყალება მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს იქ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0