ფოთის კოვიდ–კლინიკაში ყველაზე პატარა პაციენტი ოთხი თვის ბავშვია

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიის თანამშრომელი
ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ფოთში ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის კოვიდ–კლინიკაში ამჟამად 35 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის ერთი ოთხი თვის ბავშვია, იუწყება „პირველი არხი“. 

დეზინფექცია სკოლაში - Sputnik საქართველო
ფოთში ინფიცირებულთა შორის ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია

ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ინფიცირებულები აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან არიან.

„ამ დროისათვის 35 კოვიდ–ინფიცირებული გვყავს. კიდევ ხუთი პაციენტის შემოყვანას ველოდებით აჭარიდან. პაციენტებს შორის ყველაზე ასაკოვანი 83 წლის ქალია, ყველაზე პატარა კი ოთხი თვის ბავშვია. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

დღეს ფოთში ინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0