Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უნდა ვუჩივლოთ კლინიკას ფსიქოლოგიური ტრავმისთვის?“ – რა დაემართა მსახიობის შვილს

© photo: courtesy of NaNka Kalatozishviliნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი და მისი ოჯახი ფსიქოლოგიურ სტრესშია. ნახეთ რა არის ამის მიზეზი და რა შეემთხვა ნანკა კალატოზიშვილის 7 წლის ვაჟს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – sputnik. მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ძმა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთმა კლინიკამ მსახიობის შვილს არასწორი დიაგნოზი დაუსვა.

კერძოდ, გიორგი კალატოზიშვილის თქმით, დანის ტესტირების შემდეგ მათ უთხრეს, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რის შემდეგაც ოჯახმა ანალიზები ჯერ სხვა ლაბორატორიაში, შემდეგ კი ლუგარის ლაბორატორიაშიც გადაამოწმა, სადაც დაავადება არ დადასტურდა.

„ახლა ისმის კითხვა – უნდა ვუჩივლოთ თუ არა პირველ ლაბორატორიას მორალური ზიანისთვის, ფსიქოლოგიური ტრავმისთვის და 7 წლის ბავშვის სტრესში ჩაგდებისთვის?! სტრესის გარდა ნანკამ ამ სამ კლინიკაში ჯამში 600 ლარი დახარჯა და რომელ კრიზის–მენეჯმენტზე და წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაზე მელაპარაკებით, ფულის მკეთებელი კანტორები ვერ გაგიკონტროლებიათ!“ – დაწერა გიორგი კალატოზიშვილმა.

ნანკას და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას დანიელი 2013 წელს გაუჩნდათ. წლების მანძილზე შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ურთიერთობას ოფიციალური სახე არ შესძინეს. პოპულარული მსახიობი ტელეეთერებში ხშირად აღნიშნავდა, რომ ურთიერთობაში მთავარი სიყვარულია.

ყველა ახალი ამბავი
0