Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ოლგა ბაბლუანის ულამაზესი გოგონა სუპერვარსკვლავს ჰგავს - ფოტოები

© photo: courtesy of Olga Babluaniოლგა ბაბლუანი
ოლგა ბაბლუანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ ჟურნალისტს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობის ულამაზესი გოგონები ჰყავს. მამით ფრანგი ნასტია „ვიქტორია სექრეტის“ მოდელს ჰგავს

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობა, ჟურნალისტმა და ჟურნალების მთავარმა რედაქტორმა ახალი გადაცემა „რა დროს ძილია?!“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მანამდე კი „მშვიდობით იარაღო“იყო. საზოგადოებას თავი მალე შეაყვარა. მშვიდი საუბარი, ინტელექტი, გამორჩეული მანერები და საინტერესო თოქ-შოუები ოლგას სახასიათო ხაზია. მისი სპორტული აღნაგობა ბევრი ადამიანის გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

A post shared by nasta (@nastaidk) on

ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის თემურ ბაბლუანის ოჯახში გაზრდილმა მსახიობმა მომავალი საფრანგეთს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ასაკში გათხოვდა და ოჯახი 7 თვეში დაენგრა, არ გაუჭირდა და მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო.

View this post on Instagram

🧟‍♀️🧟‍♀️

A post shared by nasta (@nastaidk) on

ოლიკოს 3 დედმამიშვილი ჰყავს. საზოგადოება გელა ბაბლუანს და მათ უმცროს ძმას - გიორგის კარგად იცნობს. მეგობრულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, შემოქმედებითი უნარით აღჭურვილი და უზარმაზარი ნიჭით დაჯილდოებული, მუდამ ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

სწავლობდა თეატრალურზე, შემდეგ ისტორიულ ფაკულტეტზე ცოდნა გაიღრმავა და მედიაგანვითარების სფეროს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ორ ქვეყანას შორის უწევს, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არ ავიწყდება. ოლგა ბაბლუანის ახალმა გატაცებამ – სკუტერით ქალაქში მოძრაობამ ბევრი ადამიანი გააოცა.

ახლა კი ცნობილი ჟურნალისტი საცურაო კოსტუმში გამოწყობილი აგრძელებს თაყვანისმცემლების გაოცებას. მისი გადაცემებიც ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას მოიცავს. ოლგა თავის მხრივ სპორტულ დარბაზებში ვარჯიშით იწონებს თავს და გადასარევად გამოიყურება.

ოლგას ორი შვილი ჰყავს. 25 წლის ლიკუნა ბაბლუანი და 15 წლის ნასტასია ლეგრანი. მათ საერთო ფოტოს ბევრი გაუგებრობა ახლავს. ადამიანები გოგონებს დედისგან ვერ ანსხვავებენ და დები ჰგონიათ. უახლეს ფოტოზე, რომელიც ოლგან რამდენიმე დღის წინ „ფესბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, კომენტარები არ წყდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები ნასტიას ვიზუალური მონაცემებით აღფრთოვანებულები არიან. „გადარეული ვარ ამ გოგოს სილამაზით და ველოდები მსოფლიოს რომ დაიპყრობს“, „როგორი ვარსკვლავია შენი ნასტუ“, „უმაგრესი გოგოა.მომავალი ვარსკვლავი!“,  - უწერენ კომენტარებში ტელეწამყვანს.

ყველა ახალი ამბავი
0