იუსტიციის სამინისტროს უფასო სერვისი შემოსავლის წყაროდ იქცა: რიგის ნომრით ვაჭრობა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სახლთან მოქალაქეები სხვადასხვა სერვისების განხორციელებისათვის აღებული ჯავშნებით ვაჭრობდნენ.

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. იუსტიციის სახლში დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები გამოვლინდა, - იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

კერძოდ, იუსტიციის სახლთან მყოფი პირები, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ ვიზიტზე ჯავშანი, მათ სხვა მოქალაქეებზე ჰყიდდნენ.

იუსტიციის სახლებში სერვისების განხორციელებისათვის წინასწარი ჯავშანის აღება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიმდინარე წლის მარტიდან, კოვიდ პანდემიის საშიშროების გამო, საჭირო გახდა ხალხმრავალი ადგილების განტვირთვა. რამდენიმე კვირიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, იუსტიციის სახლები მაისში კვლავ გაიხსნა მომხმარებლებისათვის იმ პირობით, რომ სერვისების მისაღებად მოქალაქე იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე გაივლიდა წინასწარ რეგისტრაციას და მიიღებდა მომსახურების გაწევისათვის კონკრეტულ დროს.

იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
საქართველოში სკოლის ატესტატის ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ ორშაბათიდან „ჯავშნების გაყიდვის“ პრობლემა უკვე გადაჭრილი იქნება. ასევე ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება - ის კვლავ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნით შეძლებს ესტუმროს იუსტიციის სახლს.

„უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge - ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
მცირე საწარმო - Sputnik საქართველო
მთავრობა მეწარმეების ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს

იუსტიციის სახლი ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ როგორც მომხმარებლების, ისე იუსტიციის სახლის თანამშრომლების მხრიდან სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება აუცილებელი პიორობაა. ასევე, მომსახურების სივრცეების ხშირი დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, მომსახურების მაგიდებზე დამონტაჟებული შუშის ბარიერი და სხვა პრევენციული ღონისძიებები საშუალებას იძლევა, სერვისის მისაღებად მისულ პირებს იუსტიციის სახლში დახვდეთ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო.

 

ყველა ახალი ამბავი
0