სოფელ ერისიმედში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი გრძელდება

© Sputnik / STRINGERთერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილებაზე შეზღუდვა კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ამოქმედდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ სამედიცინო-საკონტროლო პუნქტში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი გრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

შეზღუდვები - Sputnik საქართველო
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება

ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელში სამედიცინო კარვები  გუშინ მოეწყო. ეპიდემიოლოგები სოფელ ერისიმედში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, PCR-ტესტით გამოიკვლევენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სოფელში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების სავარაუდო წყარო მათ აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

ამ ეტაპზე სოფელში კორონავირუსით  ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება – მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოკვლევა. 

„კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტებიდან ექვსი ბიოლოგიური მასალა ავიღეთ, რომელსაც დღეს ლაბორატორიაში გადავაგზავნით, ამ ეტაპზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება არ ტარდება. გამოკვლევაზე მხოლოდ იმ ადამიანების ნიმუშები გაიგზავნება, რომლებთაც სიმპტომები გამოუვლინდებათ“,  - განაცხადა  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ მოსულიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილებაზე შეზღუდვა კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0