ენდელაძე: აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ კვლავ იმატა, ხოლო თბილისში – იკლო

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან აჭარაში კვლავ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – აქ ინფიცირებულებს 222 ადამიანი შეემატა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

რეგიონების მიხედვით დღის მაჩვენებელი ასეთია:

  • აჭარა - 222 ახალი შემთხვევა (მომატებულია, წინა დღეს – 190)
  • თბილისი - 137  (შემცირებულია, გუშინ – 179)
  • იმერეთი - 99
  • ქვემო ქართლი - 31
  • გურიასა და მცხეთა მთიანეთში 10-10
  • შიდა ქართლი - 7
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5
  • კახეთი - 3
  • სამცხე-ჯავახეთი - 1
  • იმპორტირებულია – 4.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ინფორმაცია მხოლოდ ოთხი პაციენტის შესახებ აქვს. მისი თქმით, ოთხივე შემთხვევა აჭარის რეგიონიდანაა, რომლებსაც აღენიშნებოდათ თანმხლები მძიმე დაავადებები. ესენი არიან 65, 76, 80 და 90 წლის ქალბატონები, აღნიშნა ენდელაძემ.

კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ, ენდელაძის განცხადებით, ამჟამად 45 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„ინფიცირებულებიდან შვიდი გახლავთ მძიმე, კრიტიკული არის სამი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მიმდინარეობს მათზე მეთვალყურეობა“, – განაცხადა ენდელაძემ. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 6 119-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

უცხოეთიდან საქართველოში საკმურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0