Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამზარეულოში ვიყავი, ამ დროს გავიგე...“ – რა დაემართა რეალურად ევა ბარბაქაძეს წლების წინ

© Facebook / Shorena Begashviliევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაყურებელმა ევა ბარბაქაძის ინციდენტთან დაკავშირებით შორენა ბეგაშვილის ვერსია მოისმინა. ნახეთ რას ჰყვება ცნობილი ტელეწამყვანი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საკუთარ გადაცემაში ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ის დღე გაიხსენა, როდესაც მისი შვილი ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა. შორენა ჰყვება, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთვოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.

ბეგაშვილის თქმით, როცა ეზოში გადაიხედა, დაინახა ევა, რომელიც ასფალტზე იწვა. და აღარ ახსოვს როგორ ჩაირბინა მასთან, მივარდა და მაშინ ერთადერთი, რაც შვილმა სთხოვა, ის იყო, რომ მიწიდან აეყენებინა.

View this post on Instagram

💙

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

View this post on Instagram

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

View this post on Instagram

BEST DAY OF MY LIFE🎈🎈🎈🎈🎈

A post shared by ევა🧚🏽‍♀️ (@_evvabarbaqadze_) on

დედასთან შედარებით ევა თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.

ყველა ახალი ამბავი
0