გახარია: კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცესკოს ინიციატივით შეიქმნა, ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად ვმუშაობთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო კოვიდინფიცირებულების უფლებებზე ზრუნავს: როგორ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და და 9753-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ცესკოში სპეციალური სამუშაო ჯგუფის რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ის შესაძლებლობები და რისკები განიხილეს, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცესკოს ინიციატივით შეიქმნა, ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
ბათუმის შემდეგ თბილისი: დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა რიცხვს მიაღწია

„საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია – ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ. მიღებული გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება ორივე რგოლში. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციაში დიდი რაოდენობის ადამიანები არ იმყოფებიან. რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ადრე ჩატარებული არჩვენების დროსაც იმყოფებოდნენ ადამიანები საავადმყოფოში. თუმცა, ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არ გვყავს, აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში მყოფ და კოვიდ-ინფიცირებულ პირებს კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0