Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამაზე ვერც ვიოცნებებდი...“ – მარი ნაკანის თინეიჯერმა შვილმა მუშაობა დაიწყო

© Photo: Mari Nakani / FBმარი ნაკანი და ლიტა თავაძე
მარი ნაკანი და ლიტა თავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ ფოტოგრაფს მარი ნაკანს ულამაზესი გოგონები ჰყავს. ნახეთ სად დაიწყო მუშაობა მისმა უფროსმა ქალიშვილმა.

ფოტოგრაფი მარი ნაკანი საზოგადოებამ რეალითი შოუ „ჯეობარიდან“ გაიცანო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა, რომელიც ახლა 17 წლისაა და გახარებული დედა წერს, რომ გოგონამ, მისთვის მოულოდნელად, მუშაობა დაიწყო.

ირკვევა, რომ ლიტუკა დედას გადაღებებზე დაჰყვება და ვიზაჟს აკეთებს. „ასეთ რამეზე ვერც ვიოცნებებდი. ამაყი დედა ვარ“, – დაწერა ფოტოგრაფმა.

მარი ნაკანს ორი გოგონა ჰყავს. ფოტოგრაფი წლებია ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზეა დაქორწინებული. წყვილს თინეიჯერი გოგონა – სოფო მამასახლისი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

მარი ბოლო დროს „ინსტაგრამზე“ საკუთარ გადაცემას „ლაივრეჟიმში“ უძღვება, ასევე ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და „ჯიპაში“. როგორც ინტერვიუებში ჰყვება, როდესაც „ჯიპამ“ საუკეთესო ლექტორად აღიარა, ამან მისცა მოტივაცია, გაეხსნა საკუთარი ფოტოსკოლა.

„ჩემს ოჯახში არიან ლექტორები, ბაბუაჩემი სამხატვრო აკადემიის ლექტორი იყო, იგი სიცოცხლის ბოლომდე გასცემდა თავის უდიდეს გამოცდილებას. დედაჩემი – თეატრალურში კინოსარეჟისორო ფაკულტეტს კურირებდა, მუდმივად ვესწრებოდი მის ლექციებს და ალბათ მისგან ავითვისე კარგი გადმოცემის უნარი“, – ამბობს მარი ნაკანი.

ყველა ახალი ამბავი
0