Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე აღნიშნა იუბილე ქმრისგან დაშორებულმა ნინი ნებიერიძემ – ფოტო

© courtesy of Nini Nebieridzeნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ნებიერიძე თითქმის ერთი თვეა საბერძნეთში იმყოფება. ნახეთ როგორ აღნიშნა იუბილე ოჯახისგან შორს მოდელმა.

მოდელი მეგობრები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი საბერძნეთის ულამაზეს სანაპიროზე არიან. როგორც „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, გოგონები იქ გადაღებებზე უკვე თითქმის ერთი თვეა იმყოფებიან და ოჯახი ძალიან ენატრებათ. ნინი ხშირად აქვეყნებს შვილების ფოტოებს. ოჯახისგან შორს მოუწია მოდელს იუბილეს აღნიშვნაც. მოდელი 26 წლის გახდა.

ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე წლებია ოჯახებით მეგობრობენ. ნინი ნებიერიძე დაოჯახებულია მილიონერ თემურ უგულავაზე და ორი შვილი – თემურიკო და ტოკიო ჰყავს. რაც შეეხება ელენეს, მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძეა. წყვილი ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ზაფხულს ყოველთვის საქართველოში, ახლობლების გარემოცვაში ატარებს.

View this post on Instagram

A post shared by @nini_internet on

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ, რომელიც პოპულარული რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ შემდეგ გახდა, მოდელ ელენე მახარაშვილზე ორი წლის წინ ნიუ-იორკში იქორწინა. ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი ვაჟია და ცნობილი არქიტექტორის, „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0