თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.