Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„12 წლის ასაკში რეჟისორმა იძალადა...“ - ალექსანდრა პაიჭაძის შოკის მომგვრელი აღიარება

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მოდელი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რა დაემართა ალექსანდრას 12 წლის ასაკში

ალექსანდრას გარშემო უამრავი ქალი გაერთიანდა. მის გვერდს მამაკაცები უფრო მეტი რაოდენობით ათვალიერებენ, თუმცა ქალბატონებისთვის ალექსანდრა ერთგვარ მოტივატორად იქცა. რამდენიმე თვის წინ ალექსანდრამ აღიარა, რომ ბევრი მუშაობა მოუხდა იმაზე, რათა მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დაეძლია. „ინსტაგრამის“ „ფოლოუერებთან“ კი არ დამალა, რომ მათგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

ქალი იხსენებს, რომ 12-13 წლის ასაკში ერთ-ერთმა რეჟისორმა მასზე ძალადობა სცადა, შემდეგ 2017 წელს ტელევიზიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, შემდეგ იყო თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებს, რადგან მათ იმიჯს უფრთხილდება.

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze) on

მოდელი ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. 21 წლის დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს.

View this post on Instagram

ჩემი აღმოსავლური კულტურისადმი სატრფიალო არაერთი პოსტი მქონდა, ვისაც გახსოვთ, პოეტები, მწერლები, მუსიკა... ჩემთვის ჯადოსნური და სულ სხვა განზომილებაა.. ჰოდა, ერთი არაბული გამონათქვამია, გადმოვთარგმნე შეძლებისდაგვარად))): "თუ თავის მოკვლის სურვილი გაგიჩნდა, გადახტი ზღვაში და ნახავ გადარჩენისთვის რომ დაიწყებ ფართხალსო. სინამდვილეში, შენი თავის მოკვლა კიარ გინდა, არამედ, იმ რაღაცის, რაც შენში ამდენ წუხილს იწვევსო"........... ეს როგორც პირდაპირ, ირიბადაც საკმაოდ კარგი ნააზრევია...... თავს რას ერჩი, Იმას მიხედე რამაც აქამდე მიგიყვანა... არვიცი, რატომ, მაგრამ ვგრძნობ, ეს თემა ჭირდება ვიღაცას.. სულ ამაზე მინდა ვწერო..... იმედია ყველაფერი კარგისკენ შეგეცვლებათ... 🥰🥰🥰🥰🥰 გკოცნით .

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze) on

როგორც ჩანს, დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. რამდენიმე მტკივნეული ურთიერთობის დასრულების შემდეგ ალექსანდრე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ საუბრობს, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის რჩევების მისაცემად მუდამ მზად არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0