მძიმე დაავადებები ჰქონდათ: ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარინა ენდელაძის ცნობით, ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, ხოლო მეორე – 72 წლის მამაკაცი. ორივეს, კორონავირუსული ინფექციის გარდა, მძიმე დაავადებები ჰქონდა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ორი პაციენტი შეემატა, რომლებიც ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდნენ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, ხოლო მეორე – 72 წლის მამაკაცი. ორივეს, კორონავირუსული ინფექციის გარდა, მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა.

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილ ქალბატონს ჰქონდა ხორხის სიმსივნე, ორმხრივი პნევმონია, ხოლო მამაკაცს – ორმხრივი მძიმე პნევმონია, კარდიოპათია, გულის ქრონიკული უკმარისობა. 

„მინდა გითხრათ გარდაცვალებასთან დაკავშირებით – ეს ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი არ არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 453-ით გაიზარდა და 7093-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 295 ადამიანი შეემატა და სულ 3714 შეადგინა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0