ხობში კორონავირუსი საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის თანამშრომელს გამოუვლინდა

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 140-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჯერჯერობით უცნობია მისი ინფიცირების წყარო.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფიცირებული ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია მამაკაცის ინფიცირების წყარო, თუმცა მოკვლეულია მისი კონტაქტები – მას დაახლოებით 140 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. 

Кабинет в школе. Пустые парты в классе - Sputnik საქართველო
სამეგრელოში კორონავირუსის ინფექციის გამო კიდევ ორი სკოლა დაიხურა

ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ჯობავას განცხადებით, დაახლოებით 10-მდე ადამიანს, მათ შორის კომისიის წევრებსა და ტექნიკურ პერსონალს, PCR-ტესტი ჩაუტარდა და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. კომისიის წევრების ნაწილი იზოლაციაში იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდ–ცენტრებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 113 პაციენტია მოთავსებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 448-ით გაიზარდა და 6640-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 3419 ადამიანი, გარდაიცვალა – 41.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0