საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

CC0 / Pixabay / სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად გაიზარდა და 6640-ს მიაღწია.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

როგორც „პირველი არხი“ აღნიშნავს, გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 29 სექტემბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები – სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ასევე ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა.

სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
ენდელაძე: რამდენიმე დღე პიკი გვექნება, შემდეგ კი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება

დღეს ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 81 წლის მამაკაცი. მასაც ასევე აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად, 448-ით გაიზარდა და 6640-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3419 ადამიანი, გარდაიცვალა – 39, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარას უკავშირდება>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0