ენდელაძე: რამდენიმე დღე პიკი გვექნება, შემდეგ კი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება

© Pixabay / DarkoStojanovicსამედიცინო კვლევა
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და 6640-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3419, გარდაიცვალა 40 ადამიანი.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მომატებულია. ხდება აქტიური დატესტვა, ამდენად, მოსალოდნელი იყო შემთხვევების მატება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.

კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარას უკავშირდება

საქართველოში ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში კი რეკორდული მაჩვენებელი – 448 ინფიცირებული დაფიქსირდა.

ენდელაძის ვარაუდით, კორონავირუსის შემთხვევების პიკი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი რაოდენობა თანდათან შემცირდება.

„ასეთი აქტიური დატესტვების შემდეგ თანდათან მოიკლებს რაოდენობა, რადგან ვლინდება ყველა ინფიცირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი კიდევ გვექნება და თანდათან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6640-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3419, გარდაიცვალა 40 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0