დღეს I-VI კლასის მოსწავლეების ნაწილი სკოლის მერხებს დაუბრუნდა

© AFP 2024 / John Thysსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდება, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადავა, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. დღეიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
თუ შვილის სკოლაში გაშვება არ გსურთ: განათლების სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

კერძოდ, დღეიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I–VI კლასების მოსწავლეები, ხოლო VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის ამ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

იმ მოსწავლეთა მშობლებმა კი, რომლებსაც არ სურთ შვილების სკოლებში გაშვება პანდემიის პირობებში და დისტანციური სწავლებით აპირებენ სარგებლობას, ან განაცხადი უნდა შეავსონ განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე, ან სკოლას უნდა მიმართონ. საუბარია თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებზე.

განათლების სამინისტრო: ზოგიერთ სკოლაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება>>

ამასთან, სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში განახლდა ფოთსა და გორშიც.

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლები კორონავირუსის პერიოდში – განათლების სამინისტრომ ახალი პროტოკოლი შეიმუშავა

შეზღუდვები უცვლელი დარჩა აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დადასტურდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდება, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა და მეცადინეობები სასწავლო წლის ბოლომდე დისტანციურად წარიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0