Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უსახლკაროდ დავრჩებოდით...“ – ცნობილი პოლიტიკოსის სახლს ხანძარი გაუჩნდა

© Sputnik / Viktor Kaminskyსახანძროები
სახანძროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე რესტორნის სამზარეულოში ხანძარი 29 სექტემბერს, საღამოს საათებში გაჩნდა, შემდეგ კი შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ ბინაზე გავრცელდა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მისი სახლი ხანძარს გადაურჩა.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის მეუღლე მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის, რადგან, მისი თქმით, რომ არა მათი ოპერატიულობა, უსახლკაროდ დარჩებოდა შვილებთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე რესტორნის სამზარეულოში ხანძარი 29 სექტემბერს, საღამოს საათებში გაჩნდა, შემდეგ კი შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ ბინაზე გავრცელდა.

მეხანძრე–მაშველები - Sputnik საქართველო
თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

„იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება“, – განაცხადეს უწყებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0