თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცს, რომელიც ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები – მძიმე ორმხრივი პნევმონია და მოციმციმე არითმია სასუნთქი სისტემის დაავადების ფონზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 326-ით გაიზარდა და 6192-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 37, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5413, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 869 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.