ხუნდაძე: ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 2324, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 34 ადამიანი.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის გარკვეული მატება შეინიშნება, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

საქართველოში ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – მათი რაოდენობა 314-ით გაიზარდა.

ხუნდაძის განცხადებით, პანდემია საერთო პრობლემაა, რომელიც ეხება ყველა ქვეყანას და ეთნიკურ წარმომავლობას, და დღეს არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში მსოფლიო კვლავ კორონავირუსის გამოწვევის წინაშე დგას. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ეპიდვითარება აჭარაში – ინფიცირებულთა შორის 100-მდე ბავშვია

„პანდემია საერთო პრობლემაა, რომელიც ეხება ყველა ქვეყანას. კორონავირუსი აზიანებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც. დაახლოებით 218 ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეპიდვითარება დღითი დღე მძიმდება. შესაბამისად, საკმაო რყევებს განიცდის ამ ქვეყნების ეკონომიკები და, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველო ბევრად უკეთ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე აქამდე. ამასთან, ხუნდაძემ განმარტა, თუ რატომ არ იღებს ხელისუფლება მკაცრ ზომებს ახლა, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„დღეს საქართველო ვირუსთან საბრძოლველად ბევრად უკეთ არის მზად, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად, უარესის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ქვეყანაში აღარ არსებობს პირბადეების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტი. კლინიკებსაც უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვდათ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 2324, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 34 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0