აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.    

კლინიკა - Sputnik საქართველო
აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდა

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 35 – თბილისი, 22 – იმერეთი, 18 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 9 – შიდა ქართლი, 3 – სამცხე-ჯავახეთი, 1–1 გურიასა და ქვემო ქართლში.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 28 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0