ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს COVID-19 დაუდასტურდა

© AP Photo / Mosa'ab Elshamyკორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მკურნალობა
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მკურნალობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამედიცინო დაწესებულების ინფიცირებული დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ ვირუსი ახლობლისგან გადაედო. ამ დროისათვის იგი სახლში მკურნალობს, მისი თქმით დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს

„რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ჩავიტარე ტესტი და კოვიდ–დადებითი აღმოვჩნდი. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა“, – განაცხადა ფუტკარაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, კლინიკაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თანამშრომლები ყოველ ოთხ დღეში ერთხელ PCR–ტესტს იტარებენ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

აჭარა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა – 27. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0