ამჯერად გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა

გამოწერა
სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის, სადაც კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდასტურდა, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

გურიის რეგიონში, რომელიც ბოლო დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 84 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დადასტურდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. ბოლო ინფორმაციით, ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა, აქედან 11 შემთხვევა დაბა ლაითურს უკავშირდება. 

კლინიკა - Sputnik საქართველო
ქვეყნის მასშტაბით 18 მძიმე პაციენტია – ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

დაბა ლაითურში კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს აქვს დადასტურებული, რის გამოც საჯარო სკოლამ შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ამ დროისათვის გურიის რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცველთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0