Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიშას არ ვუთხარი უარი ამ გამოწვევაზე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ მაყურებელს და ამომრჩეველს მისი გადაცემიდან მიმართა და ახლა უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს აუხსნა მთავარი მიზეზები, რის გამოც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი არ თქვა. 

ტელეწამყვანის თქმით, გადაწყვეტილება სიის პრეზენტაციამდე 2 საათით ადრე მიიღო. მანამდეც ბევრჯერ ჰქონია მსგავსი შეთავაზება, თუმცა არასდროს უნდოდა პოლიტიკის ნაწილი ყოფილიყო. ახლა კი გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი ის იყო, რომ დარწმუნდა – ომია და ბრძოლის ხაზი ამ არჩევნებზე გადის.

„თუ შემიძლია ამ ომში გამარჯვების ერთი აგური დავდო, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთო. ვაპირებ, რომ ჩამოვიდე თქვენთან, ყველა სოფელში. როგორც დავადგინე, დღეში 7-8 სოფელი უნდა ვნახო, რომ ყველასთან შეხვედრა მოვასწრო. ერთადერთ რამეს დაგპირდებით, რომ მივიტან თქვენს პრობლემებს გულთან, არასოდეს გეტყვით ტყუილს და არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ გაგიკეთებთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ახლა შესაძლოა თავდასხმის მსხვერპლი გახდეს და გაუხსენონ ყველაფერი, რაც კი ბავშვობაში შესაძლოა წყალტუბოში გაუფუჭებია, თუმცა მზადაა ამ გამოწვევისთვის.

ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
„მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ ფილტვის სიმსივნე...“– ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს
„ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც მე ვიყავი, ვისაც წარმატების ფორმულად მივიჩნევ, ყველა ამ მიზეზის გამო, მიშას არ ვუთხარი უარი ამ გამოწვევაზე“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ შოუში.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი. 

ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23 სექტემბერს რეგიონებში მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. აქამდე პარტია აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალ დევი ჭანკოტაძეს მოიაზრებდა, თუმცა ის ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0