ეზუგბაია: ბათუმში 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაია.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ქვეყანაში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

PCR–ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
რთული, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება – აჭარის მეთაურმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა

ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტი მკურნალობს.

„სავარაუდოდ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ძირითადი მიმღები კლინიკა“, – თქვა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, არსებული რისკების გათვალისწინებით დროულად უნდა მოხდეს დიფერენცირება პაციენტების სასტუმრო-ჰოსპიტლებში განთავსებასთან დაკავშირებით. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია ისეთი მართვა განვახორციელოთ, რომ მომსახურების ხარისხი შევინარჩუნოთ და პაციენტების დაყოვნება შევამციროთ, აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ინფიცირების შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ემატება. სულ ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულია 4140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1643, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0