მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულის ოჯახის ადვოკატი შიშობს, რომ მისი მობილური ტელეფონის ჩამორთმევის კვალდაკვალ სამართალდამცველებმა შეიძლება მას თავისუფლებაც აღუკვეთონ.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

უწყება იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც ადვოკატის ტელეფონთან დაკავშირებით ჩატარდა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი ბაჩალიაშვილის იდუმალი გარდაცვალების საქმეში

საქართველოს პროკურატურამ უფლებადამცველის მობილური ტელეფონი მას შემდეგ ამოიღო, რაც ადვოკატმა თანამგზავრის მიერ გადაღებული გოგონას გარდაცვალების ადგილის ფოტოები გაავრცელა. მოგვიანებით ექსპერტიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

როგორც ცნობილია, ფოტოები რამიშვილს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

„ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყო“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის დაღუპვის ადგილის თანამგზავრულ ფოტოებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეამოწმებენ

„იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღებისა და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი. დისკზე გადმოტანილი აღნიშნული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

უწყების ცნობით, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, მიხეილ რამიშვილმა ტელეფონის ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა

რამიშვილის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე, ნათქვამია განცხადებაში.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0