საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 218-ით გაიზარდა. სულ კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. აქედან ბოლო დღე-ღამეში – სამი.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

საქართველოში სულ კორონავირუსით 23 პაციენტია გარდაცვლილი. აქედან ბოლო დღე-ღამეში სამი გარდაიცვალა. ერთი აჭარაში – 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ინსულტის დიაგნოზი ჰქონდა დასმული, და 80 წლამდე ქალი ქუთაისის კლინიკაში (ასევე აჭარიდან იყო გადაყვანილი), რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3695-ს მიაღწია, აქედან ბოლო 24 საათში გამოვლინდა 218 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა სულ 1574 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0