Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ისეთი ემოციური დღე იყო“ – ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა – ნახეთ ვინ არის პოლიტიკოსის სარძლო

გამოწერა
ცნობილი პოლიტიკოსის ოჯახში მატებაა. ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ეკა ბესელია.

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას ვაჟს რატი მილორავას ნიშნობა ჰქონდა. ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს და წყვილის ფოტოს აქვეყნებს.

„ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… ჩემი შვილები ისეთი ბედნიერები იყვნენ დღეს. ნიშნობა, ანუ არჩევანი, ვისთან გინდა მომავალი დააკავშირო. მე ვიქნები ბედნიერი მათი ბედნიერებით“, – დაწერა ეკა ბესელიამ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, რატი მილორავას რჩე­უ­ლი ქეთი ყრუ­აშ­ვი­ლია. წყვილს, როგორც ფოტოებიდან ჩანს, სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოკრძალებული ნიშნობა ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0