22-ე შემთხვევა: ბათუმში კორონავირუსით 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიხელოვნური სუნთქვის აპარატი
ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ კი მას კორონავირუსი დაუდგინდა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექციით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

67 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული იყო, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. მას თანმდევი დაავადებები ინსულტი და შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

მამაკაცი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ კი მას კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0