სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია

© Sputnik / STRINGERზუგდიდის საავადმყოფო
ზუგდიდის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 13 ადამიანი შეემატა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 437 ნიმუში გაიტესტა, აქედან 8  ადამიანს Covid-19 დაუდასტურდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ორი გამოვლენილი შემთხვევა სენაკელი ინფიცირებული ქალბატონის კონტაქტია, 3 - ფოთის კონტაქტს წარმოადგენს, რომელიც ბათუმის კლასტერს უკავშირდება, კიდევ ორი არის ოკუპირებული აფხაზეთიდან  გადმოსული და ისინი საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. მათ შორის ერთი პაციენტი მცირეწლოვანი ბავშვია.

კარავი ბათუმში, სადაც კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
Covid-19 საქართველოში: როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

მისივე თქმით, აბაშის ორ მკვიდრს, რომლებიც ბათუმში მუშაობდნენ, კოვიდინფექცია ბათუმში დაუდასტურდა, მათთან კონტაქტში მყოფი რვა პირის კვლევა მიმდინარეობს.

ყველა მათგანი გადაყვანილია რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 13 ადამიანი შეემატა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0