Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ორი სხვადასხვა ადამიანი – ნუცა ბუზალაძე წლების წინ და ახლა – დაუჯერებელი ცვლილება

© photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული მომღერლის გარდასახვა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ნუცა თინეიჯერობისას და როგორია ახლა. შემსრულებლის რადიკალური ცვლილება გაგაოცებთ.

სახის იდეალური ნაკვთები, მომხიბლავი გარეგნობა, სექსუალური სხეული, მბზინავი თმები და კანი – ნუცა ბუზალაძე საკუთარ თავს იდეალურად უვლის. არტისტი ამტკიცებს, რომ ბუნებრივი სილამაზე მხოლოდ გენეტიკის, ინტენსიური ვარჯიშისა და სწორი კვების შედეგია. ვნახოთ, ახალგაზრდა არტისტი პლასტიკურ ქირურგიას ემეგობრება თუ ეს ნამდვილად მისი ბუნებრივი სილამაზეა? მომღერალმა საკუთარ სოციალურ ქსელში კარიერის დასაწყისში გადაღებული სულ რამდენიმე სურათი დატოვა. როგორ გამოიყურებოდა ნუცა წლების წინ და როგორია ახლა?

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze🎶 (@nutsabuza) on

ქარიზმატული და მიმზიდველი შემსრულებელი ჭარბი წონით არასდროს გამოირჩეოდა, მიუხედავად ამისა, ტენდენციას არ ჩამორჩა და სხეულს ჯანმრთელი საკვებით, ვარჯიშითა და საკურორტო კომპლექსებში განტვირთვით იჯანსაღებს. როგორც ჩანს, ის მაღალი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიისწრაფვის. ამისთვის კრივითაც დაინტერესდა და შემოქმედებით ჰობიდ აქცია. თავად შეაფასეთ მომღერლის წარმოუდგენელი გარდასახვა.

ეს ბანტიანი, პატარა და ახალბედა მომღერალი იურმალას დასაპყრობად ემზადებოდა. ნუცა ბუზალაძე ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის დახმარებით მეგა-კონკურს „ნოვაია ვოლნაზე“ წარდგა. მისმა თავდაჯერებულობამ, სითამამემ და, რაც მთავარია, ვოკალმა ჟიურის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქულებშიც აისახა. ამის შემდეგ მისი კარიერა და საესტრადო გზა სულ უფრო ფართოვდება. თავდაუზოგავი შრომა ნუცას დაუფასდა. მას ქართულ სასცენო ინდუსტრიაში მოწინავე ადგილი მყარად უჭირავს. ნუცას გარშემო განვითარებულ მოვლენებს უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. მის ირგვლივ თაყვანისმცემლები მაშინ ერთიანდებიან, როდესაც ნუცა ახალ ჰიტს ან ალბომს აანონსებს. გადატვირთული და ნაყოფიერი გრაფიკის მიუხედავად, ნუცამ უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი მიზანი იყო, რომელსაც საკუთარი ძალებით მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ნუცა საკმაოდ ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება მრავალფეროვანი რეპერტუარით, არაერთი მნიშვნელოვანი მიუზიკლითა და საერთაშორისო კონკურსებითაა სავსე. ახლა მომღერლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: ნუცამ კოსერვატორიაში ჩააბარა. ნიჭიერი შემსრულებელი ვოკალური მონაცემებითა და პლასტიკითაა დაჯილდოებული.

View this post on Instagram

I choose @carroten_georgia for summer🔥 and you?😉

A post shared by Nutsa Buzaladze🎶 (@nutsabuza) on

კონკურსში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მისი მონაწილეობა ბევრს ახსოვს. სამწუხაროდ, ნუცამ მიღებული ტრავმის გამო პრიზის მოპოვების შანსი დაკარგა. პოპულარული ახალგაზრდა შემსრულებელი წელს რადიკალურად შეიცვალა. ნუცამ თაყვანისმცემლების ყურადღება სექსუალური აღნაგობითა და ახალი ალბომითაც მიიქცია. ამერიკაში გამგზავრებამ და ბავშვობის ოცნების ახდენამ ნუცა რადიკალურად შეცვალა. დღეს ის ასე ულტრამოდურად გამოიყურება. როგორ მოგწონთ მისი ცვლილება?

ყველა ახალი ამბავი
0