თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბი დაარბიეს

© photo: Sputnik / Stringer"ნაცმოძრაობის" ბანერი
ნაცმოძრაობის ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს ლევან ხაბეიშვილის შტაბს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე სამგორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. უცნობმა პირებმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დაარბიეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„დაავალე მიშას“ - სააკაშვილისთვის მოსახლეობის გზავნილების შეგროვებას იწყებენ

სამგორის რაიონში მდებარე შტაბზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა. ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა – ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„ორმა პირმა ორგანიზებულად მოიტანა ქვები, ორგანიზებულად ჩალეწა შუშები და, ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ პოლიცია ორგანიზებულად არ გამოიძიებს. სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც დაშავების, კრიმინალის და ძალადობის გარდა არაფერი შეუძლია და მეტიც, ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე სამგორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0