ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

© Sputnik / STRINGERავტობუსების დეზინფექცია
ავტობუსების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთში დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზარს, საბავშვო და ბაგა-ბაღებს, დახურულ და ღია სივრცეებსაც

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, ავტობუსები ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სპეციალური ხსნარებით მუშავდება, რათა მომდევნო სამუშაო დღეს მგზავრებისათვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალდებული - Sputnik საქართველო
ფიქსირდება თუ არა COVID-19 პენიტენციურ დაწესებულებებში

„ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

უწყების  ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზარს, საბავშვო და ბაგა-ბაღებს, დახურულ და ღია სივრცეებს.

რაც შეეხება ქალაქში არსებულ ეპიდვითარებას, 8 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს, ხოლო ორი დღის წინ -  24 წლის ბიჭს, რომელსაც თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. გუშინ ეპიდემიოლოგებმა გამოიკვლიეს მისი 22 კონტაქტი. არცერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა.

თბილისში თითქმის მთლიანი კორპუსის მობინადრეები კარანტინში გადაიყვანეს >>

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1381 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0