საქართველოს მასშტაბით 66 ახალი სკოლა შენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის კლასიკური გიმნაზია
თბილისის კლასიკური გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 66 ახალი სკოლა შენდება, კიდევ 100 სკოლაში კი რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენი ახალი სკოლა აშენდება საქართველოში ორ წელიწადში>>

უწყების ცნობით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
COVID-19 და სკოლები – ყველაფერი საქართველოში სასწავლო წლის დაწყების შესახებ

სამინისტროს ინფორმაციით, რვა ახალი სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა, 33 ახალ სკოლაში სამუშაოები წელს სრულდება, დანარჩენი 25 სკოლა კი მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში.

უწყების ცნობით, 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლები ქვემო ქართლის რეგიონის ოთხ სოფელში – იმერში, ენაგეთში, საღრაშენსა და მუხროვანში და შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელში – კოდისწყაროში, წინარეხსა და ოთარაშენში აშენდა. ასევე 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა კახეთის რეგიონის სოფელ ბოდბეში, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოფელ მოხეში დასრულდა 200-ბავშვიანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

„ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტები ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული მოედნებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვას. სკოლები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB, NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია, აღნიშნავენ უწყებაში.

სკოლა გარდაბანში - Sputnik საქართველო
საქართველოს რამდენ სკოლაში დაირეკა დღეს ზარი

პანდემიით გამოწვეული აუცილებლობის გამო წელს 725 სკოლაში დაიგეგმა სველი წერტილების მოწესრიგება. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები, უმეტეს შემთხვევაში, ეზოებში არსებული საპირფარეშოების ძირითად შენობასთან მიერთებას ითვალისწინებს.

ასევე წელს დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება. ექსპერტებმა მოამზადეს განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება. ის მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად ჩამოყალიბებას.

ყველა ახალი ამბავი
0