საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების მხრივ „ლიდერი“ კვლავ აჭარაა

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი ბათუმის ბულვარში
ქალი ბათუმის ბულვარში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კოვიდ–ცენტებში კორონავირუსის დიაგნოზით 1154 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 35-ია.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ეზუგბაიას თქმით, რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევებიდან 20 უკავშირდება თბილისს, 13 - ქუთაისს, 6 - ზუგდიდს, 3-3 ოზურგეთსა და მცხეთას და ერთი ცაგერს. 

სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რაც შეეხება ზოგადად ინფიცირებულთა კონტაქტებს, 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50-ს მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი საკარანტინო სივრცეებს უკავშირდება, დანარჩენი შემთხვევები კი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევებია, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

ამ დროისათვის კოვიდ–ცენტებში კორონავირუსის დიაგნოზით 1154 პაციენტი მკურნალობს. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 35-ია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამი კი მძიმე პაციენტია.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან კლინიკას ათი პაციენტი დაემატა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1381 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0