Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცხოვრება ეკრანს მიღმა – მაია ასათიანის გატაცება და მორიგი ახალი სექსუალური ტატუ

© Facebook / Maia asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი წლებია ტატუ ხელოვნებით არის გატაცებული. მან მთელი ბარძაყი მოიხატა. დასრულებული ტატუ და ულამაზესი შედეგი. როგორ გამოიყურება ტელესახის ფეხზე უახლესი ტატუ.

„ახალი ტატუ... პიკია ნარცისობის" – ასე დაასათაურა მაიამ უახლესი ფოტო. Instagram-ის „სთორიზე“ ჟურნალისტის სექსუალური ტანი გამოჩნდა. ფერად მოსაცმელში შემოსილი მაია თაყვანისმცემლებს პიკანტურ სურათს უზიარებს. საკუთარი ფეშენებელური სახლის დერეფანში გადაღებულმა ფოტომ კრიტიკა და მოწონება ერთდროულად დაიმსახურა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა მაიას ნარცისობაც კი დააბრალა. ამიტომ ასათიანმა „ფოლოვერებს“ ბარძაყზე დახატული ტატუ აჩვენა და ნარცისობაც დაიბრალა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

ახლა „პროფილის“ ავტორის ტანს კიდევ ერთი და ყველაზე დიდი ტატუ ამშვენებს, რომელიც სხვადასხვა ორნამენტებით არის გალამაზებული. ეს მაია ასათიანის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილებაა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი სახე აღნიშნული ტატუს ფოტოებს რამდენიმე თვის მანძილზე აქვეყნებდა. როგორც ჩანს, ამ დიდი ტატუს დასასრულებლად ერთი დღის მუშაობა მუშაობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ნახეთ საბოლოო შედეგი. მოგწონთ ასეთი მაია?

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანმა ეს თამამი გადაწყვეტილება სამსახურში დაბრუნებისას მიიღო. როგორც ირკვევა, ის დიდი ხნის მანძილზე არჩევდა ამ კონკრეტულ ტატუს. ბარძაყზე კი საბოლოო გადაწყვეტილება სპონტანურად შეაჩერა. მის ტანს რამდენიმე მოხატულობა ამშვენებს, მათ შორის არის რამდენიმე წარწერა, რომელიც ცხოვრებისეულ ფრაზებს ეხება, რასაც მაია ეყრდნობა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

ყველა ახალი ამბავი
0