ეზუგბაია: ბათუმი კვლავ საყურადღებო ზონად რჩება

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 17 შემთხვევა უკავშირდება თბილისს, 9–9 ზუგდიდსა და გარდაბანს, 6–6 გორსა და გურჯაანს, 4–4 – ოზურგეთსა და ქუთაისს და ერთი – მცხეთას. 

პალატა - Sputnik საქართველო
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულების მიღება კიდევ ერთმა კლინიკამ დაიწყო

ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარაში გამოვლინდა, შესაბამისად, ბათუმი საყურადღებო ზონად რჩება.

„ბათუმში დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა. იმედი მაქვს, რომ აჭარაში ინფექციის გავრცელების ლოკალიზება მალე მოხდება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე, ორი კი მძიმე პაციენტია.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0