უშვილო წყვილს, რომელთა ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა, ნანატრი ვაჟი ეყოლა – ფოტო

© Pixabay / Cimabueბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილს, რომელსაც 7 წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა, მარტვილში, სო­ფელ სალ­ხი­ნოს წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძრის ეზოში მისვლის შემდეგ სასწაული ეწვია.

წყვილს, რომელთა ემოციურმა ფოტომ ორი წლის წინ სოციალური ქსელი მოიარა, შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოს ავტორი ლაშა შალამბერიძე ავრცელებს და წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

„და­ი­ბა­და ჩვე­ნი პრინ­ცი იო­ა­ნე, მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის“, – წერს ახალ­შო­ბი­ლის დედა მერი მელაძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ორი წლის წინ გავრცელებული ფოტო იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა. ფოტოზე მერი მელაძე და მისი მეუღლე თორნიკე სულაკაძე არიან აღბეჭდილი, რომლებიც მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ულა­მა­ზეს სო­ფელ სალ­ხი­ნოს წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძრის ეზოში აკვნის ფონზე სხედან.

„როცა გუ­ლით შეს­თხოვ უფალს, უთუ­ოდ შე­ის­მენს შენს ვედ­რე­ბას“ – ასე ამ­ბო­ბენ უშვილო წყვილზე, ვინც ტაძარს მოინახულებს.

ტა­ძარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბაა ხოლმე აღ­დგო­მის მე­ო­თხე დღეს – ხუთ­შა­ბათს. უამ­რა­ვი მორ­წმუ­ნე, უშ­ვი­ლო ცოლ-ქმა­რი, ჯვარ­და­სა­წე­რი ქალ-ვაჟი ევედ­რე­ბა ხე­ლის მო­მარ­თვას უფალს. ამ დღეს ყო­ველ­თვის წვიმს და იქა­უ­რო­ბა ნის­ლით იბუ­რე­ბა. შარ­შან­წინ სწო­რედ წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში გა­და­ი­ღო ფო­ტოგ­რაფ­მა ლაშა შა­ლამ­ბე­რი­ძემ მომ­ლოც­ვე­ლი წყვი­ლი, რო­მე­ლიც უფალს შვილს სთოვ­და.

ყველა ახალი ამბავი
0