რესტორანი „რესპუბლიკა“ დაიკეტა – ობიექტი კორონავირუსზე ტესტის პასუხების მოლოდინშია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობა დროებით შეაჩერა ბათუმის იუსტიციის სახლმაც.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში რესტორანი „რესპუბლიკა“ დროებით დაიკეტა, ეჭვობენ, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ღია კაფე - Sputnik საქართველო
დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებს ორი უწყება გააკონტროლებს

რესტორნის მენეჯერის თქმით, არის ეჭვი, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი დაინფიცირდა. ჯერჯერობით ტესტის პასუხი ცნობილი არაა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ხელმძღვანელობამ დაწესებულების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. კორონავირუსზე ტესტი ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა.

„არის ეჭვი, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს – მას გარკვეული სიმპტომები აღენიშნება. ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას, ტესტების შედეგებზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა რესტორნის მენეჯერმა თაკო კვერნაძემ.

მისი თქმით, მათ არ იციან, თუ ვისგან და სად შეიძლება დაინფიცირებულიყო თანამშრომელი. ტესტების შედეგების მიღებამდე შეზღუდულია შენობიდან გამოსვლა და შესვლა ნებისმიერი ადამიანისთვის.

რაც შეეხება აჭარას, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო 8 სექტემბრიდან მუშაობა შეწყვიტა ბათუმის იუსტიციის სახლმა. როგორც უწყების პრეს-სამსახური აცხადებს, მოხდება შენობის სრული დეზინფექცია. იგეგმება როგორც მომსახურების სივრცის, შეხვედრების ოთახების, ისე 17-ვე სართულზე მდებარე სამუშაო სივრცეების დეზინფექცია.

„შენობის სრული დეზინფექციის მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისთვის სერვისების უსაფრთხოდ მიწოდებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა – 45 შემთხვევა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1729-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0