დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებს ორი უწყება გააკონტროლებს

© Sputnik / STRINGERღია კაფე
ღია კაფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარღვევის შემთხვევაში პირები პირველ რიგში გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო თუ მაინც მოხდება ღონისძიების დარღვევით ჩატარება, მათ უკვე ჯარიმა დაეკისრებათ.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებზე კონტროლს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროც განახორციელებს, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ.

ღია კაფე ბათუმში - Sputnik საქართველო
დახურულ სივრცეში ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელი გახდა სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლის გამკაცრება, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ინფიცირების წყარო სწორედ ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებები გახდა.

დარღვევის შემთხვევაში პირები პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო თუ მაინც მოხდება ღონისძიების დარღვევით ჩატარება, მათ დაეკისრებათ სანქცია. ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი 10 ათასით. განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„მკაცრდება კონტროლი დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ დღევანდელი მდგომარეობით სოციალური ღონისძიებების ჩატარება დახურულ სივრცეში არ არის რეკომენდებული და ზოგადად აკრძალული იყო. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება უკვე დღეიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ერთად კონტროლს განახორციელებს შსს“, – განაცხადა მაია მიქაიამ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ღია სივრცეში ნებადართულია ღონისძიებების ჩატარება, შესაბამისად, მაგიდასთან 12 ადამიანის განთავსება დისტანციის დაცვით შესაძლებელია.

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება>>

„რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული, არის სავალდებულოდ შესასრულებელი ყველა ეკონომიკური საქმიანობისათვის თავიანთი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. გვინდა ვთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ თავიანთ ობიექტებზე რეკომენდაციების დაცვა“, – აღნიშნა მიქაიამ.

დეზინფექცია სკოლაში - Sputnik საქართველო
სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებში მასობრივი შემოწმებები ჩატარდება

რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მისი თქმით, ისინი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მხოლოდ შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში ექნებათ უფლება, დაიწყონ სასწავლო პროცესი.

„ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ 15 სექტემბრამდე ყველა სკოლას შევამოწმებთ“, – განაცხადა მაია მიქაიამ.

ბოლო პერიოდში იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, დღეს „რეკორდიც“ კი დამყარდა – ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო დღე-ღამეში კი 45 ახალი ინფიცირებული დაემატა.

COVID-19 საქართველოში: ამდენი ჯერ არ ყოფილა – ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა>>

გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0