„ჩუქდება 249 ძაღლი და 4 მურა დათვი 10 წლით...“ – სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება

CC0 / Pixabay / შავი კოკერ-სპანიელი
შავი კოკერ-სპანიელი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლების თავშესაფარი ჩუქდება.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს გააჩუქებს. ამის შესახებ თავშესაფრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

თავშესაფარი გაჩუქდება იმ პირობით, რომ ახალი მფლობელი 249 ძაღლს და 4 მურა დათვს 10 წლით შეინახავს და მოუვლის. თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში. 2 500 კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართობის ღირებულება შეადგენს 1 350 ათას ლარს.

„მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისგან. მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვილი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86“ – წერია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0