Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ოთარ ტატიშვილის ულამაზესი გოგონა კვლავ სასურველი სარძლოების რიგშია – ფოტოები

© Facebook / Nani Tatishviliნანი ტატიშვილი
ნანი ტატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთარ ტატიშვილს, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სტომატოლოგ თიკა სვანიძესთან ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად დაემსგავსა დედას.

ოთარ ტატიშვილს, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სტომატოლოგ თიკა სვანიძესთან ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს.

ნანიმ ცოტა ხნის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, ანუ მშობლების გზას ადგას. პარალელურად ხანდახან სპეკტაკლებშიც თამაშობს. გოგონა არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, მისი გული თავისუფალია და ის სასურველი სარძლოების რიცხვშია.

ოთარ ტატიშვილი რამდენიმე წელია ეკრანებზე გამოჩნდა ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლში და საზოგადოების ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. სერიალის „შუა ქალაქში“ შემდეგ „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა.

ოთარი პირველ მეუღლეს ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს – ზუკა და შოთი. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა. მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. სწორედ მასთან ჰყავს ოთარს ნანი ტატიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.

ყველა ახალი ამბავი
0