00:20 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1742)
79 0 0

ინფიცირებული ექიმი ფოთის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრში 2 სექტემბერს იყო მორიგე. ამ დღეს მან ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სენაკში კლინიკა „არქიმედესა“ და ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრში 2 სექტემბერს იყო მორიგე. ამ დღეს მან ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა.

„2 სექტემბერს ვინც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა და კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ პირთან, ყველას PCR–ტესტი ჩაუტარდა. ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 15 შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 6 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, ორი „იმპორტირებული" შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა, ორის ინფიცირების წყარო კი დაუდგენელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

თემები:
COVID-19 საქართველოში (1742)

მთავარი თემები