რთველი 2020: კახეთში 4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

გამოწერა
რთველში სულ უფრო მეტი ფერმერი და ღვინის საწარმო ერთვება. უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 140-ზე მეტი კომპანია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2020"-ის ფარგლებში ქარხნებში სხვადასხვა ჯიშის 4 ათას ტონამდე ყურძენია ჩაბარებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს

4 სექტემბრის მონაცემებით, საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 140-ზე მეტი კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0