გურიამ „მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა: რომელ კლასტერს მიეკუთვნება ინფიცირებული

© AFP 2024 / MARK FELIXკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 წლის ჩოხატაურელი გოგონა ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონაში" როგორც მომხმარებელი იმყოფებოდა. ამჟამად მის კონტაქტებს იკვლევენ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გურიის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტესტი - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას" კლასტერიდანაა

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის განცხადებით, 21 წლის გოგონა „დონას" კლასტერს მიეკუთვნება – იგი საკონდიტროში როგორც მომხმარებელი იმყოფებოდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მისი კონტაქტების დადგენა.

„ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი", – განაცხადა ჯიბუტმა.

2 სექტემბერს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა. მათგან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას" უკავშირდება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0