ვირუსი დაბრკოლება არაა: ორ მილიონზე მეტი სახელმძღვანელო მოსწავლეებს ელოდება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება, სკოლა ახალ სასწავლო წელს ახალი წესებით და მუშაობის ახალი გრაფიკით ხვდება.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში სასწავლო წლის დასაწყებად მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები მზადაა და გადანაწილებულია სკოლების მიხედვით, იუწყება ტელეარხი Imedi.

ამ დროისათვის სტამბებში მოსწავლეებისთვის 2,8 მლნ-ზე მეტი წიგნია გამოცემული.

ქვეყნის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება – ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებით. უწყება სკოლებს რეკომენდაციას აძლევს, სასწავლო პროცესი საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართონ, ერთი პირობით – დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული აუცილებელია. 

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული აუცილებელია

სკოლებს სრული თავისუფლება მიეცათ – თავად განსაზღვრონ სასწავლო დღის დაწყების დრო. შესაძლებელია ასევე გაკვეთილები დაიწყოს დილის 09:00 საათზე და ყოველი 15 წუთის შემდეგ განისაზღვროს კლასებისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეების მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მას შესაძლებლობა ექნება თავად შეიმუშაოს სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის, მოქნილობის გრაფიკი, ასევე თავად განსაზღვროს სწავლის დაწყების დრო და კლასების ცვლებში მუშაობა.

გარდა ამისა, სკოლებს შეუძლიათ შაბათი სასწავლო დღედ გამოიყენონ. 10 სექტემბრამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სადეზინფექციო სითხეებითა და თერმოსკრინინგისთვის საჭირო აპარატებით.

როგორც ყოველთვის, კლასებში ყველა მოსწავლეს დახვდება სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს კი სახელმძღვანელოებთან ერთად კომპიუტერებიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0